ნიორის გამოყენებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის შეიცავს ეთერზეთებს და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მისი ბოლქვი შეიცავს: წყალს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედის, ნაცარს, C ვიტამინს. ჩვენში ამ კულტურის ბევრი ჯიში არ არის. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში - გორული, რომელიც გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის მიერ გამორჩევით ჯიშ-პოპულაციიდან. გორულის გარეთა ქერქი მოიისფრო შეფერილობისაა, კბილები მსხვილი აქვს, დაახლოებით 7-12 ცალი. თესლბრუნვაში მისთვის კარგი წინამორბედია პარკოსანი კულტურები, კიტრი, ბაღჩეული, საადრეო მარცვლეული.
ადამიანის ყოველდღიურ კვების რაციონში ხახვი ძვირფას და მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტს წარმოადგენს. იგი შეიცავს აზოტოვანი ნივთიერებებს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. როგორც საკმაზ-სანელებელი ბოსტნეული, ის აუმჯობესებს საჭმლის გემოს და ხელს უწყობს მის უკეთ მონელებას. ხახვი ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში და მედიცინაში.
თბილისი 0119, წერეთლის გამზ. N142,
მე-2 სართ., ოთახი 15
ტელ/ფაქსი: +995 32 341 678
E-mail:agrovitae@gmail.com